9/11-დან შვიდი წლის შემდეგ: საქართველოში შეჭრა - გარდამტეხი მომენტი მსოფლიო ურთიერთობებში (ნაწილი პირველი)

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ამერიკელი ხალხი ფსიქოლოგიურად მოამზადეს უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკისთვის, მკაცრად შეიზღუდა სამოქალაქო თავისუფლება, გაიზარდა სახელმწიფოს რეპრესიული ძალები და სამხედრო დაფინანსება, მაგრამ შვიდი წლის თავზე რადიკალურად განსხვავებული სურათი წარმოგვიდგა, იმპერიალისტების ძველი თავდაჯერება გაქრა. Georgian translation of The invasion of Georgia (Part One) (September 11, 2008)

შვიდი წლის წინ, მსოფლიო შოკირებული იყო მსოფლიოს სავაჭრო ცენტრზე ტერორისტული შეტევით. აფეთქებამ რომელმაც გაანადგურა ტყუპი ცათამბჯენები, არა მხოლოდ ნიუ იორკი შეარყია, აფეთქების შოკურმა ტალღებმა გამოიწვია მსოფლიო პოლიტიკის ფუნდამენტური შეცვლა. ამერიკელი ხალხი ფსიქოლოგიურად მოამზადეს უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკისთვის, მკაცრად შეიზღუდა სამოქალაქო თავისუფლება, გაიზარდა სახელმწიფოს რეპრესიული ძალები და სამხედრო დაფინანსება.

მაგრამ შვიდი წლის თავზე რადიკალურად განსხვავებული სურათი წარმოგვიდგა, იმპერიალისტების ძველი თავდაჯერება გაქრა. მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი ძალა ჩაფლობილია ერაყის ომში, რაც უკვე 4.000 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლედ და 35.000 დაჭრილად დაჯდა (არაოფიციალური მონაცემებით დაჭრილია 100.000 მდე ჯარისკაცი). ამერიკას ერაყის ოკუპაცია რამდენიმე მილიარდი დოლარი დაუჯდა დღემდე. ერთ-ერთი ანგარიშით, ომში გაწეული ხარჯები 3-5 ტრილიონ დოლარს აღწევს (თეთრი სახლის ანგარიშით ომი 50-60 მილიარდი დოლარი დაჯდებოდა). მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანასაც კი არ ძალუძს აიტანოს ამხელა სისხლი და ხარჯები.

ერაყსა და ავღანეთში, პენტაგონი ყოველთვიურად დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს ხარჯავს. მათ ვიეტნამში 8 წლის განმავლობაში (1964-1972) 111 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ინფლაციის გათვალისწინებით ხარჯი 494 მილიარდი დოლარია, წელიწადში 61,8 მილიარდი დოლარი, მაგრამ მაშინ მათ ნახევარი მილიონი ჯარისკაცი ყავდათ ვიეტნამში, მაშინ როდესაც ერაყსა და ავღანეთში მხოლოდ 150.000 ჯარისკაცი ყავთ. თუმცა ვიეტნამის ომში ჯარისკაცები დაბალ ანაზღაურებადი ახალწვეულები იყვნენ, დღეს კი ისინი პროფესიონალი ჯარისკაცები არიან, უკეთესად გაწვრთნილები და უკეთესად შეიარაღებულები, მაგრამ ამავდროულად უკეთესად ანაზღაურებადები. ამ თანხებს ასევე უნდა დაემატოს რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი თანხები.

ავღანეთში ისინი ასევე წინასწარ წაგებულ ომში არიან ჩაბმულები. ამ დილას ამერიკის შეაიარაღებული ძალების წარმომადგენელმა აღიარა, რომ ომი არ მიდიოდა კარგად. ავღანელებს სძულთ უცხოური საოკუპაცო ძალები, მოქალაქეთა უმიზეზო დაბომბვების გამო. ადრე თუ გვიან ისინი იძულებულნი იქნებიან მიმართონ მოსყიდვის გზას. ეს არის ის, რისი გაკეთებაც მათ თავიდანვე შეეძლოთ და აეცილებინათ უამრავი პრობლემა. ეს იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება, მაგრამ გონივრულობა არ არის ის, რაც ბუშთან, რამსფელდთან და ჩეინთან ასოცირდება.

ბუშის „დოქტრინა“

საბჭოთა კავშირის დანგრევამ მიგვიყვანა სიტუაციამდე, რომელსაც არ აქვს ანალოგი მსოფლიო ისტორიაში. წარსულში მსოფლიო ბატონობისთვის ყოველთვის მეტოქეობდა ორი, სამი ან მეტი დიდი სახელმწიფ, რომლებიც ცდილობდნენ გამოეთიშათ ერთმანეთი, რითაც მყარდებოდა გარკვეული ძალთა ბალანსი. საბჭოთა ხელისუფლების კოლაფსთან ერთად დედამიწაზე დარჩა ერთი სუპერ სახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც შექსპირის სიტყვებით რომ ვთქვათ "bestrode the world like a Colossus."

კოლოსალურ ძალაუფლებასთან ერთად მოვიდა კოლოსალური ქედმაღლობა. აშშ-ს მმართველებმა თავიანთი თავები პლანეტის მეპატრონეებად წარმოიდგინეს. ჯორჯ ბუში უმცროსის თეთრ სახლში არჩევასთან ერთად, მდგომარეობა დაუყოვნებლივ გაუარესდა. ამ გაუნათლებელ და გონებაშეზღუდულ რეაქციონერს წიგნებიც არ ექნება წაკითხული გარდა ბიბლიისა, მაგრამ მას ბევრი ფილმი აქვს ნანახი ჯონ უეინის მონაწილეობით, სადაც კეთილი ყოველთვის ამარცხებს ბოროტს და სადაც მეშვიდე კავალერია ყოველთვის უკანასკნელ მომენტში გამოჩნდება. რომელიც მყისვე ამარცხებს ინდიელებს.

თერთმეტი სექტემბერი არ იყო ბუშის აგრესიული იმპერიალისტური პოლიტიკის გატარების მიზეზი. ეს იყო ადრე დაგეგმილი პოლიტიკა, შემუშავებული ბუშის ოვალურ სახლში ფეხის დადგმამდე, როგორიც იყო ერაყში შეჭრა. ტერორისტულმა აქტებმა მას საბაბი მისცეს, რათა გაეტარებინა აგრესიული პოლიტიკა მსოფლიო დომინატობის მოსაპოვებლად, რამაც „თეორიული“ გამართლება ჰპოვა ე.წ ბუშის დოქტრინაში. ეს დოქტრინა არის უპრეცედენტო, იმ გაგებით, რომ ის სპობს ეროვნული სუვერენიტეტის მთლიან პრინციპს, რაზეც დღემდე იყო დაფუძნებული საერთაშორისო დიპლომატია, ვესტფალიის ზავიდან მოყოლებული მეჩვიდმეტე საუკუნეში. რაც არსებითად ამტკიცებს, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ან გამოიყენოს შიდა საქმეები ომის და ინტერვენციის საბაბად.

ეს იყო ის რაც ბუშმა და ბლერმა ერაყში გააკეთეს. მათ გამოიყენეს დიქტატურა და მასობრივი განადგურების იარაღის „არსებობა“ საბაბად, რათა გაემართლებინათ კრიმინალური აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მიზეზი რის გამოც სადამ ჰუსეინს ომი გამოუცხადეს არაფერი აქვს საერთო ჰუმანისტურ ან დემოკრატიულ მოტივებთან, თერთმეტი სექტემბრის ტერაქტებთან. ასევე არ არსებობდა კავშირის სადამ ჰუსეინსა და ალ-ქაედას შორის. ფაქტობრივად, ეს საბაბი გაცილებით ძლიერი იქნებოდა საუდის არაბეთში შეჭრისათვის.

რაც შეეხება არგუმენტს იმის შესახებ, რომ ერაყი ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღს, რომლითაც შეეძლო დარტყმა მიეყენებინა დასავლეთისთვის - იყო უდიდესი გამოგონება - ტყუილი, რომელიც გამოაშკარავდა ბაღდადის დაცემისთანავე. მსხვილი ნავთობ რეზერვების არსებობა არ იყო ნაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი იმპერიალისტების გათვლებში, მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი რატომაც გადაწყვიტეს იმპერიალისტებმა სადამ ჰუსეინის განადგურება, იყო ის რომ ჰუსეინი არ იყო მზად გაეკეთებინა ის, რაც მათ უნდოდათ რომ გაეკეთებინათ ჰუსეინის ხელით. ამერიკელი იმპერიალისტები პოლიტიკა 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში არის ძალიან მარტივი. გააკეთებ რასაც გეუბნებით ან ჩვენ დაგბომბავთ! გააკეთე რასაც გეუბნებით ან ჩვენ შემოვიჭრებით. ეს არის ქვემეხიანი გემის დიპლომატიაში (gunboat diplomacy) დაბრუნება, რომელსაც წარსულში ატარებდა ბრიტანული იმპერიალიზმი, გაცილებით ფართო მასშტაბებით.

იმპერიალიზმი და „თვითგამორკვევის უფლება“

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ვაშინგტონი „თვითგამორკვევის უფლების“ თავგადადებული დამცველი გახდა იუგოსლავიის სუვერენულ სახელმწიფოსთან მიმართებით. გამოიყენა რა საბაბად „წმინდა და დაურღვევლი პრინციპი“, ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოს დროშის ქვეშ შეიჭრა ბალკანეთში, რათა ხელი შეეწყო იუგოსლავიის დაშლისთვის. ეს კრიმინალური აქტი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ყველა რესპუბლიკის მშრომელი ხალხების ინტერესს, წარმოუდგენელი იყო საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში. სსრკ-ს კოლაფსთან ერთად და რუსეთის კაპიტალიზმზე გადასვლით, ეს უკანასკნელი უძლური აღმოჩნდა დაეცვა იუგოსლავია.

ელცინმა და კრემლში მის გარშემო თავმოყრილმა თაღლითების ბანდამ, ითამაშეს ამაზრზენი როლი. მაშინ როდესაც გენერლები მოსკოვში დუღდნენ გაბრაზებითა და აღშფოთებით, ნატოს და მის ამერიკელ მბრძანებლებს მიეცათ საშუალება გაენადგურებინათ იუგოსლავია (ბუნებრივია მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებით). როგორც ქრთამი მოსკოვისთვის, ვაშინგტონმა გამოიჩინა ფრთხილი (შეფარდებითი) სიჩუმე ჩეჩნეთში რუსეთის სისხლიან შეჭრაზე. ეს ღირსების საკითხია მძარცველებს შორის, როგორც ძველი გამოთქმა ამბობს „შენ მოფხან ჩემს ზურგს და მე მოვფხან შენსას“. ეს არის ბურჟუაზიული დიპლომატიის ყველაზე წმინდა და დაურღვეველი პრინციპი.

მას შემდეგ რაც რუსეთმა აღიქვა თავისი სისუსტე და მას შემდეგ რაც სისუსტე იზიდავს აგრესიას, ვაშინგტონის გამბედაობა მატულობდა და მატულობდა. ამერიკელები ქედმაღლები გახდნენ რუსეთთან დამოკიდებულებაში. არ დაკმაყოფილდნენ რა რუსეთის მართვადი ვარშავის პაქტის დარღვევით, მათ გადადგეს უპრეცედენტო ნაბიჯი, რუსეთის ყოფილი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპიდან მიიწვიეს ნატოში, ბევრი გაწევრიანდა კიდეც. ნელა მაგრამ მტკიცედ, რუსეთის საზღვრები მტრული სამხედრო ალიანსით შემოიზღუდა და მიუხედავად უამრავი დამარწმუნებელი და დამამშვიდებელი განცხადებისა ვაშინგტონიდან, ამ ფაქტის დამალვა შეუძლებელია.

როგორც იუგოსლავიაში, ისევე ერაყშიც ამერიკელმა იმპერიალისტებმა გამოიყენეს თვითგამორკვევის უფლება, რათა ძირი გამოეთხარათ და გადაეგდოთ რეჟიმი, რომელიც არ აკმაყოფილებდა მათ გემოვნებას. კვლავ ჩვენ ვხედავთ, რომ იმპერიალისტების ხელში ე.წ თვითგამორკვევის უფლება არის მხოლოდ ფარისევლური ტყუილი და თაღლითობა. აშშ-მ აამბოხა შიიტი და ქურთი მოსახლეობა ბაღდადის მთავრობის წინააღმდეგ, ეს არ იყო ძნელი თუ მხედველობაში მივიღებთ სადამ ჰუსეინის რეჟიმის მჩაგვრელ პოლიტიკას. მაგრამ მოდით გავიხსენოთ, მათ ასევე აამბოხეს შიიტები ერაყის სამხრეთში 1990 წელს და მიატოვეს ბედის ამარა, უშუალო ინტერესების დაკმაყოფილებისთანავე. ამერიკის ქმედებების მიზანი არ იყო შიიტების და ქურთების დახმარება, არამედ ცინიკურად გამოეყენებინა ისინი მსოფლიო საზოგადოებრივი აზრისთვის თვალებში ნაცრის შესაყრელად, რათა გაადვილებოდათ მანევრები რეგიონში. მეორე ომს მოჰყვა ერაყში შეჭრა და ოკუპაცია, შიიტებმა ნათლად დაინახეს მათდამი ვაშინგტონის დამოკიდებულება. ხვალ ქურთები ისწავლიან იგივე გაკვეთილს ჩრდილოეთ ერაყში.

ინტერვენციიდან ხუთი წლის შემდეგ, ერაყი კვლავ სისხლიან ქაოსშია. თითქმის მილიონმა ერაყელმა დატოვა ქვეყანა ან დატოვებული აქვს სახლკარი და გადაადგილებულია ქვეყანაშივე. ასეულობით ადამიანი კვლავ იღუპება ყოველთვიურად. ძალადობამ და სისხლისღვრამ მოიცვა ქურთების მიერ კონტროლირებადი ჩრდილოეთ ერაყი, განსაკუთრებით ეთნიკურად შერეული ქალაქები, როგორებიცაა კირკური და მოსული. გადაუწყვეტელია ნავთობის გაყიდვებისგან შემოსული თანხების განაწილების საკითხი. ამ ყველაფრის ერთადერთი შედეგი იქნება ფართო მაშტაბიანი ეთნიკური კონფლიქტები, რამაც საბოლოოდ ერაყი შეიძლება სრულ დეზინტეგრაციამდე მიიყვანოს. ეს გახდება მიზეზი შემდგომი ომებისთვის მეზობელ ქვეყნებთან; თურქეთი, სირია, და ირანი თანდათან ერთვებიან კონფლიქტში. ეს არის მოწამლული საჩუქარი იმპერიალიზმისგან, რომელიც მათ გაუკეთეს ბედკრული რეგიონის ხალხებს.

უკანასკნელი და ყველაზე აშკარა პროვოკაცია ამერიკის მიერ ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში ბირთვული რაკეტების განლაგებისკენ გადაგმული ნაბიჯი იყო. ეს გამოცხადდა, როგორც ირანის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიება, მაგრამ ამ სუსტ საბაბს გავლენა არ მოუხდენია რუსებზე, რომლებიც დაემუქრნენ დასავლეთს საკუთარი რაკეტების ჩეხეთსა და პოლონეთზე დამიზნებით. ჩანს რომ ეს უკანასკნელი აგრესიული აქტი გახდა მაპროვოცირებელი რუსეთისთვის განეხორციელებინდა სამხედრო აგრესია კავკასიაში. რუს გენერლებს მობეზრდათ და გადაწყვიტეს მწვავე დარტყმა მიეყენებინათ ვაშინგტონისთვის, რაც ნათელ მესიჯს გაუგზავნიდა მის სატელიტებსა და ნატოში გაწევრიანების მსურველებს.

ომი საქართველოში

11 სექტემბრიდან შვიდი წლის შემდეგ საქართველოში ომი გახდა კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი საერთაშორისო ურთიერთობებში. როგორც ჩაგდებული მძიმე ლოდი იწვევს დიდ ტალღებს, მსგავს ეფექტს მოახდენს მთელს მსოფლიოზე ეს ომი. გუშინ თავდაჯერებულმა ამერიკულმა იმპერიალიზმმა, რომელსაც ესწავლა მთელი მსოფლიოსათვის საკუთარი გავლენის სფეროსავით ცქერა, მიიღო ძლიერი დარტყმა, რომელიც შეიძლება მოუშუშებელი აღმოჩნდეს. ერთი მხრივ რუსებმა მიაღწიეს ადვილ გამარჯვებას საქართველოსთან, მეორე მხრივ მოიგებს უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა აშშ-სთან. ამ მოვლენამ ახალი ეტაპი გახსნა რუსეთ დასავლეთის კონფრონტაციაში.

რატომ შეიჭრა სააკაშვილი ? მოსკოვი სამხრეთ ოსეთზე შეტევაზე სააკაშვილის ავანტიურიზმს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას. უდავოა რომ ქართველი ლიდერი ავანჯტიურისტია, აგვისტოში ის ცეცხლს ეთამაშებოდა და ცუდადაც დაიწვა თითები. ვაშინგტონშიც კი მისი მოკავშირეები არ უარყოფენ ამას. მაგრამ ბრმა უნდა იყოს ადამიანი რომ ვერ დაინახოს ის რომ ორივე მხარე ომისთვის დიდი ხნით ადრე იყო მზად - სამხედრო, პოლიტიკური და მორალური კუთხით. ეს ეხება როგორც საქართველოს ისე რუსეთს, მაგრამ ამერიკული იმპერიალიზმიც ასევე ჩართული იყო მოვლენებში.

სააკაშვილი ეყრდნობა ძალებს რომლებმაც ის მოიყვანეს ხელისუფლებაში, ვინ არიან ეს ძალები ? პირველ რიგში ეს არის ამერიკული იმპერიალიზმი, მაგრამ ასევე გარკვეული მაშტაბით ქართველი დევნილები აფხაზეთიდან და ნაწილობრივ სამხრეთ ოსეთიდან. ქვეყანაში რომლის მოსახლეობა 4 მილიონია, 250 ათასი დევნილია. სავარაუდოდ, თბილისში ყოველი მეოთხე ადამიანი დევნილია. ქვეყნისთვის რომელსაც არასაკმარისი სოფლის მეურნეობა და რუდიმენტარული ინდუსტრია აქვს ეს მდგომარეობა გაუსაძლისია. ქართველების უდიდესი ნაწილისთვის ცხოვრების პირობები აუტანელია. ოფიციალურად მოსახლეობის 13% უმუშევარია. რეალური ციფრი კი როგორც ყოველთვის გაცილებით მაღალია და თბილისში ეს სტატისტიკა კვლავ უარესია.

უმეტესობა აფხაზეთიდან დევნილები წარსულში შეძლებული ადამიანები იყვნენ; მცირე ბიზნესმენები, ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებულები და მდიდარი იყვნენ რომლებიც კარგად ცხოვრობდნენ სსრკ-ში. დღეს ეს ხალხი ლუმპენპროლეტარიატად და გაღარიბებულ წვრილ მოვაჭრეებად არიან ქცეულნი. ამ ხალხმა ორჯერ გადაიტანა რეჟიმის ცვლილება თბილისში. მაშინ გადატრიალებას უწოდებდნენ „პუტჩს“, მაგრამ შემდგომ შევარდნაძის (რომელიც ორკესტრირებული იყო ვაშინგტონიდან) გადაგდება დასავლეთში მოინათლა „ვარდების რევლუციად“. ვარდებს კი როგორც ვიცით სასიამოვნო სუნი აქვთ.

ახალი ბოსის უკან თბილისში იყვნენ ქართველი მილიტარისტები და შოვინისტები, რომელთაც ომი უნდოდათ, ისინი შევარდნაძისგან თავიანთი ძლიერი სურვილის დაკმაყოფილებას ელოდნენ, მაგრამ დაიღალნენ ლოდინით და ამის მაგივრად გადაწყვიტეს მოეცილებინათ იგი და მოეყვანათ სააკაშვილი. რა გახდა ამის შედეგი? სუსტ ეროვნულ ეონომიკას წარმოუდგენელი სამხედრო ხარჯები დააწვა - მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯებოდა ყოველწლიურად, ეს არის ბიუჯეტის მესამედი და მთლიანი შიდა პროდუქტის მეათედი. ასე რომ „ვარდების რევოლცია“ არც ისე რბილად ისუნთქებოდა მასების მიერ საბოლოო ჯამში.

სააკაშვილის პოლიტიკა იყო პოლიტიკა „იარაღები კარაქამდე“, მთელი ტვირთი დააწვა ქართველ მუშებსა და გლეხებს რომლებიც დარჩნენ არამარტო კარაქის არამედ პურის გარეშეც. მასობრივი დემონსტრაციები თბილისის ქუჩებში წინა დეკემბერს, ემსახურებოდა სააკაშვილისთვის იმის ჩვენებას, რომ ხალხის მოთმინებას იწურებოდა. ერთადერთი გზა რომლითაც ის გააძლიერებდა რეჟიმს იყო უცხოური ავანტიურა, რაც გადაიტანდა ხალხის ყურადღებას მათთვის ყველაზე მწვავე პრობლემიდან. სააკაშვილმა პროვოცირება გაუკეთა სავაჭრო და იმიგრაციულ ომს რუსეთთან - ეს არის ყველაზე საშიში თამაში! მსგავსი ქმედებები ხშირად მთავრდება ომით. ამისთვის ვაშინგტონმა დიდი ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი. ომის მომზადებაში ქართული მთავრობა სრულიად დამოკიდებული იყო ამერიკელ მრჩევლებზე.

ეს იყო იგივე ტაქტიკა გატარებული ამერიკელი იმპერიალისტების მიერ ბალკანეთში. მოდით გავიხსენოთ, 1990იანი წლების შუა ხანებში კერძო ამერიკულმა კომპანიებმა გაწვრთნეს ხორვატიული არმია, აშშ-ს ამ მხარდაჭერამ საშუალება მისცა ხორვატიულ ძალებს აეღოთ სპრსკა კრაინა მხოლოდ ორ დღეში და გამოეძევებინათ მთელი სერბული მოსახლეობა. ამის შემდეგ, ხორვატია წარმატებით გაწევრიანდა ნატოში და ანექსირებული ტერიტორიებიც საბოლოოდ დაუკანონდა. ამ მაგალითით ნათელია თუ რა მიზანს ისახავდა ქართული ლიდერობა. იყო ერთი პრობლემა, გამარჯვება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ რუსეთის არ ჩარევის პირობით. თავიანთი სიგიჟის გამო მმართველებმა თბილისში დაიჯერეს, რომ ამერიკა შეძლებდა უზრუნველეყო რუსეთის ნეიტრალიზაცია. ბოლოს და ბოლოს, განა წარმატებით არ ჩამოაშორეს რუსეთი იუგოსლავიას?

თავისი პირადი მიზეზებით (რაც შესაძლებელია ამერიკული იმპერიალიზმის ინტერესებში არც კი შედიოდა) ჩქარობდა სამხრეთ ოსეთის აღებას. 7 აგვისტოს მან ბრძანა დაებომბათ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი. რატომ გააკეთა მან ეს? ნათელია რომ ის არ ელოდა რუსეთისგან მსგავს რეაქციას, თორემ ის არასდროს არ დაიწყებდა ომს. მისი გადაჭარბებული თავდაჯერებულობა აშკარად დაკავშირებული იყო ამერიკასთან ალიანსთან. სულ მცირე, ის თავს დაცულად გრძნობდა დიდი ძმის ქვეშ. პენტაგონს შესაძლოა გამოეყენებინა საქართველო რუსეთის პერიმეტრის მოსასინჯად, რათა გამოეცადათ თუ რა სიღრმეზე შევიდოდნენ სერიოზული სამხედრო პასუხის პროვოცირების გარეშე. ამერიკელებმა იფიქრეს, რომ სამხრეთ ოსეთის ადვილი სამიზნე იქნებოდა. ეს იყო პატარა და დაუცველი ქვეყანა, მოსკოვის მიერ ხელოვნურად შექმნილი, მართული კორუმპირებული განგსტერული რეჟიმის მიერ, რომლის მტავარი მიზანი საქართველოს პროვოცირება იყო. შეწუხდებოდა რუსეთი მის დასაცავად?

ყოველ შემთხვევაში, ამერიკულმა დაზვერვამ არასწორი სიგნალები გაუგზავნა თბილისს. როგორ შეიძლებოდა ცსს-ს დაეშვა ასეთი სერიოზული შეცდომა ? ერთი შეხედვით ეს დაუჯერებელი ჩანს, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ სადაზვერვო სააგენტოც უშვებს შეცდომებს. თავისუფლად შესაძლებელია, რომ პენტაგონს რუსეთის გამოცდის იდეა ჰქონოდა მისი პერიფერიების მოსინჯვით, რათა გაეგო თუ რამდენად შორს შეუძლია ნატოს წავიდეს წინ სამხედრო პასუხის მიუღებლად. ასევე შესაძლებელია, რომ ძველ გამოცდილებას დაყრდნობილი ცსს არ ელოდა ასეთ პასუხს. თუ ასეა, ისინი ძალიან ცუდად შეცდნენ.

ორივე შემთხვევაში, ამ საქმეში ამერიკული იმპერიალიზმის ხელი ურევია. მათ ჩამოაყალიბეს ქართული არმია და ისინი იდგნენ სააკაშვილის უკანაც. აგულიანებდნენ მას „წინ აღდგომოდა“ რუსეთს. შეიძლება ისინი სააკაშვილისგან არ ელოდებოდნენ, რომ ის პირდაპირ გაიგებდა ამას და ომს დაიწყებდა აგვისტოში. რა თქმა უნდა ზოგიერთმა მათგანმა გალანძღა კიდეც ამის შემდეგ. მთელი თავისი ქმედებებით ამერიკა ამზადებდა აფეთქებას.

პუტინი ომისთვის დიდი ხნის წინ ემზადებოდა. ცხინვალიდან ბავშვების და ქალების ევაკუაცია სამი დღით ადრე დაიწყო სანამ ქართული არმია დაიწყებდა ქალაქ ცხინვალზე შეტევას. ცხინვალი ადრეც დაბომბილა მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხის სისტემური ევაკუაცია მოხდა. ეს გვიჩვენებს იმას, რომ შეტევას ელოდნენ და რომ რუსეთი წინასწარ მზად იყო საქართველოსთან კონფლიქტისთვის. მათ ოსებს რუსული პასპორტები დაურიგეს, რამაც მათ საბაბი მისცა დაეცვათ თავიანთი „მოქალაქეები“. გარდა ამისა დაუჯერებელია რუსეთის საიდუმლო სპეცსამსახურებს არ სცოდნოდათ სააკაშვილის გეგმების შესახებ. და თუ ეს იცოდნენ, განა რუსეთის ლიდერობას არ შეეძლო მოეხდინა ომის პრევენცია? რა თქმა უნდა შეეძლო. რამდენიმე დიპლომატიური ნოტა, გამაგრებული სამხედრო ინტერვენციის მუქარით მოახდენდა ოფიციალური თბილისის აზრის კონცენტრაციას, მაგრამ მსგავსი არაფერი გაკეთებულა. რუსები მოთმინებით ელოდებოდნენ შეტევას, ისევე როგორც ობობა ელოდება ბუზს სანამ ქსელში არ გაეხვევა.

ყველაფერ აქედან ნათლად ჩანს, რომ ეს ომი არის კიდევ ერთი მაგალითი ცინიკური ძალის პოლიტიკისა. შედეგი რომელსაც აქედან მივიღებთ, იქნება არასტაბილურობის ზრდა კავკასიაში. იქ ახლა დევნილების ახალი ტალღაა - დღეს დღეისობით ქართველები ტოვებენ სამხრეთ ოსეთს, კიდევ ერთი დევნილების ტალღა მოდის აფხაზეთიდან, სადაც ისარგებლეს ქართული არმიის მარცხით და თავად წამოიწყეს შეტევა, დაიკავეს საქართველოს ტერიტორიის სხვა ნაწილი და აცხადებენ თავიანთ ტერიტორიად. ეს ნიშნავს სისასტიკისა და სიძულვილის ახალ ტალღას, რასაც საზოგადოებაში შოვინისტური და რევანშისტული განწყობები დაემატება. ეს არის კოროზიული ნიადაგი, რომელზედაც წარმოიშვება ომი და ტერორიზმი.

მსხვერპლები და აგრესორები

ამერიკელებმა არა ერთხელ უარყვეს ომში თანამონაწიელეობა, მაგრამ ეს არის აშკარა ტყუილი. ამერიკამ შექმნა ქართული არმია და ჰყავდა უამრავი მრჩევლები საქართველოში. დაფიქრება არ სჭირდება იმას, რომ ქართული არმია არ გააკეთებდა მოძრაობას მისი პენტაგონელი დამფინანსებლების ნებართვისა და საქმის კურსში ჩაუყენებლად. არც ერთი მარიონეტი არ იცეკვებს სანამ მისი პატრონი ძაფებს არ მოქაჩავს. მიუხედავად ამისა ჩანს, რომ ინიციატივა თავად სააკაშვილისგან მოდიოდა. ისიც ასევე შესაძლებელია, რომ ზოგიერთმა ელემენტმა ამერიკულ იერარქიაში იცოდა ამის შესახებ და მხარს უჭერდა მას, ზოგიერთები შესაძლოა ან არ იყვნენ საქმის კურსში ან ეწინააღმდეგებოდნენ მას, როგორც სარისკო წამოწყებას.

დაუჯერებელი თავხედობით, საომარი მდგომარეობის დაწყების შემდეგ, ვაშინგტონმა რუსეთი დაადანაშაულა კონფლიქტის დაწყებაში და დაიცვა „საწყალი პატარა საქართველო“. ამერიკის წარმომადგენელმა სისულელედ მონათლა რუსეთის განცხადებები გენოცდის შესახებ, ამტკიცებდა რომ გარდაცვლილების რაოდენობა „200-ზე ნაკლები იყო“. შეუძლებელია ამ ციფრების დადასტურება (რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაღუპულია და დაკარგულია 2,000 ადამიანი), მაგრამ ორი აზრი არაა, რომ ცხინვალის დაბომბვა იყო დანაშაულებრივი ქმედება. თუ ქართული არმიის წინსვლას არ შეაჩერებდა რუსული არმია, მსხვერპლის მრაოდენობა გაიზრდებოდა. დასავლეთის პროტესტი და საქართელოს ფარისევლური დაცვა, როგორც „დაზარალებული მხარის“ არის შეცდომაში შეყვანა. საქართველო არ არის უწყინარი და უმანკო სახელმწიფო, როგორადაც დასავლეთის მედიას უნდა წარმოაჩინოს იგი. 1990 იანი წლების დასაწყისში, ქართველმა ნაციონალისტმა ლიდერებმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩაიდინეს დანაშაულებები. მოგვიანებით, მართალია 200,000-ზე მეტი ქართველი გამოაძევეს აფხაზეთიდან, როდესაც რუსეთი სამხედრო დახმარებას უწევდა აფხაზეთს, მაგრამ მიუხედავად ამისა ცხინვალის დაბომბვისას გამოჩნდა ქართული ბურჟუაზიული ნაციონალიზმის ძალადობრივი სახე.

ორი აზრი არაა, ამერიკელები ქართული არმიისგან უკეთეს ბრძოლას ელოდნენ, მაგრამ ისინი იმედგაცრუებულნი უნდა იყვნენ. რუსულმა არმია, კარაქის მჭრელი ცხელი დანის მსგავსად გადაჭრა ქართული არმია. ქართველი ჯარისკაცები, რომლებმაც განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს ცხინვალის დაბომბვისას, გაიქცნენ მოწინააღმდეგისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. რუსები სწრაფად შეიჭრნენ ქართულ ტერიტორიაზე და ძალების დაძაბვის გარეშე დაიკავეს გორი. თუ მათ მოუნდებოდათ სამხედრო თვალსაზრისით მათ თავისუფლად შეეძლოთ შესულიყვნენ თბილისში. მაგრამ ნათელია, რომ ეს მათ გეგმებში არ შედიოდა. რუსებმა აჩვენეს თუ ვინ არის ბოსი. მათ დაამარცხეს არა მხოლოდ ქართულია არმია, არამედ ამერიკელებიც, რომლებიც იდგნენ მათ უკან. ეს უკანასკნელი გმინავდა თავისი იმპოტენციის გამო, მაშინ როდესაც რუსები წყნარად შედიოდნენ ქართულ სამხედრო ბაზებზე და გაჰქონდათ ამერიკული შეიარაღება, ეკიპირება და ყველაფერი ის რაც არ იყო მიწაზე დაჭედებული.

რუსების წინსვლას თან სდევდა ქართველების გამოძევება სამხრეთ ოსეთიდან. უმეტეს შემთხვევაში ამ ბინძურ საქმეს აკეთებდა ე.წ ოსური მილიცია (ესენი არიან შოვინისტური ბანდები) და „არარეგულარულები“, რომლებიც სისტემატიურად ანადგურებდნენ ქართულ სოფლებს. შედეგად ათასობით ქართული ოჯახი (ძირითადად უბრალო გლეხები) იძულებით გადაადგილდნენ სამხრეთ ოსეთის მიერ. ეს არის იგივე მახინჯი სახე „ეთნიკური წმენდის“ რომელსაც უკვე გავეცანით იუგოსლავიის დაშლის შემდეგ. ეს არის ფასი, რომელსაც იხდის ღარიბი ხალხი ბურჟუა შოვინისტების და ცინიკური ზესახელმწიფოების იმპერიალისტური პოლიტიკის სანაცვლოდ, რომლებიც დგანან მათ უკან და იყენებენ როგორც ბინძურ პაიკებს თამაშში.

დაამარცხეს რა ქართული არმია, წინ წაიწიეს თბილისის გარეუბნებამდე, რუსული არმია შეჩერდა. მოსკოვის ხედვით, დღეისთვის ეს საკმარისი იყო, აუცილებელი არ იყო თბილისის აღება, რადგან მათ უკვე დასვეს თავიანთი წერტილი. მათ რევანში აიღეს ვაშინგტონის მიერ განუწყევეტელი გამარჯვებებზე ბალკანეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ერაყში. რაც არ უნდა იყოს კრემლს სასიკვდილო ჭადრაკის თამაშში ბოლო სვლა ჯერ არ გაუკეთებია, პუტინს უნდა სააკაშვილის მოცილება. მან თითქმის გაიმარჯვა კიდეც, ამომრჩევლები აუცილებლად მიიღებენ მხედველობაში სააკაშვილის გადაწყვეტილებას დაეწყო შეტევა სამხრეთ ოსეთზე 7 აგვისტოს. ადრე თუ გვიან ის აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას.

ეს იქნება კიდევ ერთი გამარჯვება კრემლისთვის. სააკაშვილის შემცვლელს დახვდება გაღატაკებული დევნილების ახალი ნაკადი, ისევე როგორც განადგურებული ქარხნები, ხიდები და გზები. ახალი უღელი დააწვება მოსახლეობას და ეს უღელი კიდევ უფრო დამძიმდება მილიტარიზმის გაძლიერებასთან ერთად. გზა ომისკენ მეტყველებს არაფერზე გარდა უბედურებაზე.

იმპერიალისტების ფარისევლობა

რუსეთმა არ დაკარგა დრო და სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“. აფხაზებმა და ოსებმა იზეიმეს ქუჩებში. მათ საბოლოოდ მიიღეს ჯილდო 15 წლიანი რუსული პროტექციით ცხოვრებისათვის. მაგრამ ეს „დამოუკიდებლობა“ არის სრული ფარსი. არც ერთ ამ ჯუჯა სახელმწიფოს არ გააჩნია საკმარისი მატერიალური ბაზისი ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის. ისინი დაასრულებენ არსებობას რუსეთის ფედერაციასთან შეერთებით, სადაც დაინახავენ, რომ დიდი ძმის, მოსკოვის ქვეშ ცხოვრება არ არის უკეთესი თბილისის კონტროლის ქვეშ ცხოვრებაზე. ორივე შემთხვევაში ისინი ვერ ისარგებლებენ ნამდვილი თვითგამორკვევით.

დასავლეთი უარყოფს სცნოს ახალის ახელმწიფოები. ეს მოსკოვს ძალიან არ შეაწუხებს. არც ბრალდებები, რომ რუსეთი „წინააღმდეგობრივია“ კოსოვოს სერბეთისგან გამოყოფასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ მართლია, რომ ამ ქმედების მიზეზი, ჩეჩნეთისთვის და სხვა დაუდეგარი რესპუბლიკებისთვის (რუსეთი ფედერაციაში) პრეცედენტის მიცემის თავიდან აცილებაა. მაგრამ რა ამით? საერეთაშორისო პოლიტიკა არ წყდება ფორმალური ლოგიკის წესებით, არამედ საკუთარი ინტერესებით, რომლებიც გამოხატულია დიპლომატიურ მანევრებში, ბრუტალური ძალებით ზურგ გამაგრებული.

ეკონომისტი წერს:

„პრინციპში, სუბ-ნაციონალურ სახელმწიფოებს ხანდახან უნდა მიეცეთ საშუალება გამოიყვნენ, მაგრამ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აშკარად არ არიან მზად. რეჟიმი მხედველობაში არ იღებდა თავის ხალხს ქართველი დევნილების ჩათვლით, არამედ არც კი ცდილობდა მოლაპარაკებებით მოეგვარებინა პრობლემა. ბატონ სააკაშვილს უნდა შეეწყვიტა კონტროლის დაბრუნებისკენ მიმართული დაპირებები, დასავლეთს კი უნდა ემუშავა საერთაშორისო სამშვიდობოების საშუალებით. მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოში არ უნდა დაჯილდოებულიყო რეჟიმებისთვის დამოუკიდებლობის დათმობით. ამას ნამდვილად შეეძლო შეექმნა სახიფათო პრეცედენტი უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და სულ მცირე რუსეთისთვის.“

ეს არის აშკარა ფარისევლობა. იმპერიალისტები ყოველთვის ამართლებდნენ თავიანთ აგრესიულ ქმედებებს ერების თვითგამორკვევის უფლებების დამოწმებით. რეალურად, პატარა ქვეყნები როგორებიც არიან; საქართველო, ოსეთი, კოსოვო და სხვა. არიან მხოლოდ საცვლელი წვრილმანები იმპერიალისტურ დიპლომატიაში. ზესახელმწიფოების ეგოისტური ინტერესების მიხედვით, თვითგამორკვევის უფლება ერთ დღეს ხმამაღლა არის გამოცხადებული, რაღაც „წმინდა და დაურღვეველ პრინციპად“, ხოლო მეორე დღეს როდესაც მოწინააღმდეგე სახელმწიფო იხმობს იგივე „წმინდა და დაურღვეველ პრინციპს“ რათა გაამართლოს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, ისინი მოუხმობენ სხვა „წმინდა და დაურღვეველ“ - სახელდობრ, ტერიტორიული მთლიანობას დაცვის პრინციპს. ამგვარად ამერიკელებმა და მათმა მოკავშირეებმა განიზრახეს გაენადგურებინათ იუგოსლავიის ტერიტორიული მთლიანობა, პროცესში ამან გამოიწვია სისხლიანი ომების მთელი სერია, რაც ათსობით უდანაშაულოს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ახლა კი ისინი რუსეთისგან ითხოვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.

იმპერიალისტებმა აღშფოთებულებმა დაგმეს საქართველოში რუსული ინტერვენცია, როგორც აგრესიული აქტი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი არის მხოლოდ ყბედობა, ცარიელი რიტორიკა და მყრალი ფარისევლობა. ჯორჯ ბუშმა რუსეთი დაადანაშაულა „ხულიგნობასა და დაშინებაში“ და მოითხოვა რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოდან. „მოსკოვმა უნდა გამოისყიდოს თავისი დანაშაული საქართველოდან საოკუპაციო ძალების გაყვანით“ მაშნ როდესაც ამერიკის საოკუპაციო ძალები ერაყსა და ავღანეთში დგანან.

მაშ შემდეგ რაც ამერიკული იმპერიალიზმი არის ყველაზე დიდი ხულიგანი მსოფლიოში, რთულია ამ პოზიციიდან ლექცია წაუკითხო ვინმეს მსოფლიო საკითხებში ეთიკაზე. ბატონი ბუში მარჯვედ აუვლის ხოლმე გვერდს ფაქტს, რომ ამერიკამ და ნატომ მრავალჯერ დაარღვიეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, სწორად აღნიშნა, „არ შეიძლება თქვენ გქონდეთ ერთი წესი ერთისთვის და მეორე წესი მეორესთვის“. მაგალითად, ეკონომისტმა 2008 წლის 28 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია „სამხრეთ ოსეთი არ არის კოსოვო“. ფაქტი რომ ეს მტკიცება ხშირად მეორდება, მიგვანიშნებს მის სიყალბეზე.

რატომ არის საქართველოს შემთხვევა განსხვავებული კოსოვოს შემთხვევისგან? ეკონომისტი გვანათლებს: „საქართველოს ტერიტორიაზე, რუსული შეიარაღებული ძალები მოქმედებენ, როგორც თვითდაინტერესებული პრობლემის შემქმნელები და არა როგორც ნეიტრალური მშვიდობის მყოფელები“. მაგრამ ამერიკელი იმპერიალისტები და მათი მოკავშირეები ყველგან განსაკუთრებული ცინიზმით მოქმედებდნენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ისინი არიან უდიდესი პრობლემის შემქმნელები მსოფლიოში - ეს არის ფაქტი, რომელსაც ბრმაც დაინახავს. განა უკვე დაგვავიწყდა გერმანული იმპერიალიზმის როლი იუგოსლავიის დაშლის კრიმინალურ აქტში? რატომ გააკეთეს ეს? სლოვენიელებისა და ხორვატების თვითგამორკვევის უფლება იყო მათი აქცენტირების მიზეზი? მხოლოდ გულუბრყვილომ შეიძლება დაიჯეროს ასეთი რამ. არა, ისინი მანევრირებდნენ, რათა დაფუძნებუიყვნენ ბალკანეთში როგორ გავლენიანი ძალა, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომამდე იყვნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ისინი მოქმედებდნენ ისე როგორ თვითდაინტერესებული პრობლემის შემქმნელები. რატომ ჩაერია ამერიკული იმპერიალიზმი იუგოსლავიაში? კოსოვოელების ეროვნული უფლებების დაცვა იყო მიზეზი?

არა, ისინი ცინიკურად სარგებლობდნენ რუსეთის სისუსტით, რათა შესულიყვნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში და გადაეგდოთ სერბეთის ლიდერი სლობოდან მილოშევიჩი, არა იმიტომ რომ მან დაჩაგრა კოსოვოელი ალბანები, არამედ იმიტომ, რომ ის არ იყო მზად გაეკეთებინა ის რაც ვაშინგტონს სურდა. სადამ ჰუსეინის შემთხვევაშიც ზუსტად იგივე იყო - ყოფილი ამერიკის მოკავშირე, მოუქნელად წავიდა თავისი პატრონების წინააღმდეგ და გამოვიდა კონტროლიდან. და რა განმარტება შეიძლება მიეცეს ამერიკელი იმპერილისტების ქმედებას ერაყში, თუ არა თვითდაინტერესებული პრობლემის შემქმნელების ?

რა თქმა უნდა, არც ერთ თვითდაინტერესებულ პრობლემის შემქმნელს მსოფლიოს ისტორიაში არასდროს არც კი წარმოუდგენია, რომ ეღიარებინა თავისი რეალური მოტივები. არა! ყველაზე ბინძური და ცინიკური ქმედებები ყოველთვის მართლდებოდა ყველაზე ლამაზი იდეალებითა და ჰუმანიტარული მოტივებით. ეს არის ზუსტად დიპლომატიის როლი: გადააქციოს მსხვერპლი აგრესორად და აგრესორი მსხვერპლად, მგელი კრავად და კრავი მგლად. აი ამაში უხდიან დიპლომატებს ფულს!

როდესაც ამერიკელი იმპერიალისტები კუბაში შეიჭრნენ, რათა ის გადაექციათ თავიანთ პირველ კოლონიად, მათ გააკეთეს ეს ესპანელებისგან კუბელი ხალხის გათავისუფლების დეკლარირებით. მოგვიანებით პირველ მსოფლიო ომში, ბრიტანეთმა გერმანიასთან ომი დაიწყო, იმისათვის რათა დაეცვა „საწყალი პატარა ბელგია“ ბოროტი „ჰუნებისგან“, მათ მარჯვედ დაივიწყეს, რომ იგივე „საწყალი პატარა ბელგია“ იყო მილიონობით მონის ბრუტალური პატრონი კონგოში. ადოლფ ჰიტლერიც კი, იწყებდა აგრესიულ ომებს ყველაზე შთამაგონებელი ჰუმანისტური განზრახვების დროშით; სახელდობრ, დაეცვა ტანჯული სუდეტლენდელი გერმანელი უმცირესობა ჩეხების სასტიკი ჩაგვრისგან. ად ვის შეუძლია დაივიწყოს „ომი დემოკრატიისთვის“ ვიეტნამში? სია უსასრულოა. და მაინც არიან მარტივი სულები რომლებიც იჯერებენ ამას.

სააკაშვილის გადაწყვეტილებამ 7 აგვისტოს გაეგზავნა ქართული არმია სამხრეთ ოსეთში, გამოიწვია მრავალი მოქალაქის სიკვდილი. იყო ინფორმაციები ოსური სოფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების შესახებაც, რასაც დასავლური მედიაც არ უარყოფს. მიუხედავად ამისა ვაშინგტონიც და ევროკავშირიც აგრძელებენ სააკაშვილის მხარდაჭერას. ეს მახსენებს სიტყვებს რომელსაც ადრე იძახდნენ ნიკარაგუის დიქტატორ სომოზაზე; „ნაბიჭვარია, მაგრამ ჩვენი ნაბიჭვარია“.